რომან გოცირიძე : მთავრობა ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება

მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რომ პოლიციის კორდნით იქნება მოძალადების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს.

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა. დაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა არის კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვა. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივში 16 სართულიანი კორპუსიდან ბეტონი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა – მეუფე შიო