რომან გოცირიძე: მოვედით სამუშაოდ

პარლამენტში ვბრუნდებით. მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ. მოვედით სამუშაოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, უნდა მიიღონ ისეთი კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, ვინაიდან სწორედ ამ ბოიკოტის შემდეგ ხდება იმ საკითხების დაძვრა, რასაც უკვე პარლამენტში განვიხილავთ, მათ შორის იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კანონმდებლობა თუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახლა სხვა ეტაპზე გადავდივართ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავისი თავიც ამოწურა. დღეს პარლამენტში, ვართ რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმეები, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებას, რათა ეს წარუმატებელი ხელისუფლება მმართველობიდან მოვიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არ ექნება არავითარი პერსპექტივა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: მთავრობის ანგარიში ჩვენს მიერ იქნება უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა