რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილი და უკრაინა!

მიხეილ სააკაშვილი და უკრაინა!


“მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის არის ისტორიული მოვლენა. არ ვწერ, რომ იყო. კიდევ ბევრი რამ მოხდება უკრაინაში მიშას მონაწილეობით. არა აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყნის შიგნით იქნება იგი თუ მის გარეთ.
რომ შეაფასოთ მისი როლი, ამისთვის მივმართოთ მარტივი უკუპროექციის მეთოდს: როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ცხოვრება, მიშა რომ არ ჩასულიყო ამ ქვეყანაში?!
ანალოგიისათვის: წარმოვიდგინოთ, რომ ვუყურებთ საპროექციო ეკრანზე თანამედროვე ბათუმს და უცბად რომ დავბრუნდეთ 2003 წლის ბათუმში: ჩაბნელებული, ჩაბინძურებული, ცარიელი, ბათქაშჩამოცვენილი, პატარა პროვინციული ქალაქი ”აღმოცენდება” ჩვენს თვალწინ.
საქართველო ხომ კიდევ უარესი იყო.
მიშას გარეშე უკრაინაში იქნებოდა პროვინციული, გაუმჭვირვალე, ოლიგარქების სცენარით მართული პოლიტიკური ცხოვრება. მიშამ უკრაინას ასწავლა პოლიტიკური ცხოვრების გემო, აუხილა თვალი ნამდვილი, სახალხო პოლიტიკის საიდუმლოზე, ასწავლა ბრძოლა, ხალხთან ურთიერთობა, საფუძველი ჩაუყარა ახალი ( ახალგაზრდა) პოლიტიკური კლასის აღმოცენებას, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას მომავალში.
მიშამ უკრაინას შესძინა მოდერნიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნის იმიჯი და ხელს უწყობდა თანამედროვე სახით წარმოჩენილიყო იგი საერთაშორისო არენაზე.
მხოლოდ მიშას ”დესანტმა” შესძლო რეფორმების წამოწყება უკრაინაში და აჩვენა ის გზა, საითკენაც უნდა იაროს ქვეყანამ.
მიშას ცხოვრებაში ახალი და მძიმე ეტაპი იწყება. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაიმარჯვებს.
გაიმარჯვებს, რადგან მიშა მაგარია!”-აცხადებს  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიიულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვაში ბანაობა აკრძალულია