რომან გოცირიძე: მერიის თანამშრომლებს ოჯახის წევრების პირადობის ნომრისა და გვარ-სახელის მიტანას აიძულებენ

“ოცნებამ არჩევნების გაყალბებაზე ზრუნვა უკვე აქედანვე დაიწყო. მერიაში და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებს ოჯახის წევრების პირადობის ნომრისა და გვარ-სახელის მოტანას აიძულებენ.
საჯარო მოსამსახურეები არ იკმარეს და მერიის შპს-ებსაც შეესივნენ. მხოლოდ თბილისში არის ასეთი დაახლოებით 50 შპს-დაწყებული სატრანსპორტო მომსახურებით, დამთავრებული დასუფთავებით.
უამრავი ადამიანი რეკავს პარტიაში. ყველას ეშინია საკუთარი ვინაობის გამჟღავნების. ამ წუთას მელაპარაკა ნაცნობი. თუ დამიცავთ, საჯაროდაც ვიტყვიო. არ მივიტანე ოჯახის წევრების მონაცემები და დამემუქრა უფროსი განთავისუფლებითო.
იმ უფროსს ვეუბნები, ნარმანიასაც და ამ საქმის მთავარ ორგანიზატორს, კალაძეს, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება ისჯება, არჩევნების გაყალბება მძიმე დანაშაულია. ჰო და მოგიწოდებთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ ეს უმსგავსო კამპანია. დაიმახსოვრეთ-დაისჯებით!”-წერს ფრაქცია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში,,როდესაც ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს”
შემდეგი სტატია14 აგვისტო – საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი