რომან გოცირიძე – მეორე ტურის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის დიდი კოალიცია შეიკრიბება

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების დემონტაჟს გეგმავს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კოალიცია მეორე ტურის შემდეგ შეიკრიბება და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოყალიბდება.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ შეიკრიბება დიდი კოალიცია, ხედავთ, გვემატებიან სხვა პარტიებიც, დიდი კოალიცია გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს, ეს იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ დაიწყება დიდი სამზადისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა დღეს, ამ 11 პარტიის განაცხადი არის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე იქნება საუბარი. შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდად და წყნარად მოიგებს არჩევნებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში 53 226.81 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას-ყოფილი პრემიერი განცხადებას ავრცელებს