რომან გოცირიძე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო კლიმატის გაუჯობესების მიზნით, ინიციატივებით გამოდის

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო კლიმატის გაუჯობესების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივებს სთავაზობს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, პარტიის მიერ მომზადებულ პროექტებში ასახულია სიახლეები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველს წინასაარჩევნო დაპირების სახით წარუდგინა.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი ინიციატივით, 50 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე ზღვარი იმ საგადასახადო დარღვევისთვის იზრდება, რომლის გამოც ბიზნესსუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

დეპუტატის ცნობით, ცვლილებები ასევე დღგ-ს გადასახადს შეეხება და პროექტით, გადასახადის გადამხდელი დღგ-ს 200 ათას ლარიანი ბრუნვის შემთხვევაში გადაიხდის.

„ეს პროექტები ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკაში მეტი ფულის მობილიზებას და გაზრდის სამუშაო ადგილებს ხელს შეუწყობს”, – განაცხადა რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში”ახლა დაიჭირეს ჩემი შვილი და ის დღეს სოსო გოგაშვილის მძევალია”- ელისო კილაძე
შემდეგი სტატიამკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ვაკჰანალიაში – ეკა მიშველაძე