რომან გოცირიძე: მაუწყებელი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს

მაუწყებელი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს, სჯობია, დაიშალოს, ვიდრე ვუყუროთ იმ საცოდაობას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ახალი სკანდალის შეფასებისას გააკეთა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს სურს საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს. გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტის მიხედვით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრის შერჩევაში მმართველი გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართულები და ახალ კანდიდატად ზაზა შათირიშვილი განიხილება.
„უნდათ, გაათრიონ ახლა საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ამ საბჭოში იქნება სტატისტი, ხელის ამწევი და ხელფასს მიიღებს დაუბეგრავს 3800 ლარს თვეში. მაუწყებელი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს, სჯობია, დაიშალოს, ვიდრე ვუყუროთ იმ საცოდაობას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

https://youtu.be/q0tE-Z_GuGQ

banner
წინა სტატიაშივინ აიძულა კობახიძე საკუთარი მეგობარი სამსახურიდან მოეხსნა?!
შემდეგი სტატიაამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ