რომან გოცირიძე: მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვნი მოვლენაა

“ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვნი მოვლენაა”-ასე დაიწყო  საპარლამენტო ფრაქციიის ”ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “თაიმერთან” ინტერვიუ.

 

-ბატონო რომან, როგორ ფიქრობთ, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს სამ, ერთი შეხედვით ურთიერთდაცილებულ სახელმწიფოებში, აქვს თუ არა რაიმე საერთო, თუ შემთხვევითი კომბინაციაა? როგორც წესი, მსგავსი ტურნეები რეგიონის ქვეყნებში ხდება ხოლმე.
-თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვნი მოვლენაა. ქართველი ხალხი გრძნობს იმ მუდმივილ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს საქართველოსადმი. ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უდიდესია ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით.
რაც შეეხება ვიზტს ბალტიისპირეთში, კერძოდ ესტონეთში (სადაც ჩავა ასევე ბალტიის დანარჩენი ორი ქვეყნის ლიდერი), საქართველოში და ჩერნოგოგორიაში, რა თქმა უნდა, ქვეყნების ეს ჯგუფი არაა შემთხვევით შერჩეული. საერთო ამ ქვეყნებისათვის არის მათი სოციალისტური წარსული და ის გზა, რომელიც მათ გაიარეს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ესენი ნატოს ახალი წევრები არიან. ჩერნოგორია სულ ახლახან მიუერთდა ამ ალიანს. საქართველოსთვის ეს არის სიგნალი, რომ შემდეგი ის შეიძლებს იყოს, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის. საერთო არის ისიც, თუ რა მწვავედ რეაგირებდა რუსეთი ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე და ახლა იგივეს აკეთებს საქართველოს მიმართ, უფრო მკაცრი და უხეში ფორმით. ეს ვიზიტი და მისი რეგიონული შემადგენელი გზავნილია ასევე რუსეთისათვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატოს გაფართოების საკითხებზე და ეს მაშინ მოხდება, როცა ქვეყანა ( ამ შემთხვევაში საქართველო) მზად იქნება ამისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნების უსაფრთხოების ( მათ შორის სამხედრო კომპონენტის) გაძლიერების საკითხები იქნება განხილული. საფრთხე კი რუსეთიდან მოდის.ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ნატოს ეგიდით საქართველოში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს დაემთხვა. ძალიან ბევრი სიგნალია ამ ვიზიტში რუსეთის მიმართულებით.


-ხვდება თუ არა ვიცე-პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას?
-ვიზიტის ფარგლებში ცალკეულ პარტიასთან შეხვედრა არაა დაგეგმილი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თითო წარმომადგენელს ერთად. ჩვენგანაც იქნება პარტიის ლიდერი ამ შეხვედრაზე.
-რა საკითხების წამოწევას აპირებთ ამ შეხვედრაზე?
-ყველაფერზე, რაც ჩვენი მთავარი სატკივარია. პირველ რიგში ხელისუფლების უმოქმედებაზე და უსუსურობაზე, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიან წარმოებულ ე.წ. ჰიბრიდულ ომს, ვისაუბრებთ რუსეთისა და პრორუსული და პროფაშისტური ძალების გავლენის ზრდაზე საქართველოში, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იმ მახინჯი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებას, რომელსაც უკვე ყველა მოიხსენიებს როგორც არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობად. მწვავედ დავსვამთ კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემას, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ეს ასევე ეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპოზიციის პოლიტიკური დევნის პროცესში სასამართლოს უკიდურესად ცუდ როლს. არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკიური დევნის საკითხებს დავტოვებთ უყურადღებოდ. ამ დევნაში უკვე უკრაინის ხელისუფლებაც ჩაერთო. ორივე ხელისუფლებას ერთი მიზანი ამოძრავებს: პოლიტიკური ოპონენტის, მთავარი კონკურენტის უკანონო გზით განდევნა ასპარეზიდან.
-შეეხებით თუ არა აფგან მუხთარლის და სხვა მსგავს საქმეებს?
-იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ მხოლოდ მათი ჩამოთვლა წაიღებს უამრავ დროს. ვნახოთ, რისი საშუალება მოგვეცემა.
არანაკლებ სახიფათოა მაგალითად, რაც ხდება მედიაპრულარიზმის შემცირების კუთხით. ფაქტობრივად, მედიასაშუალებების უმეტესობას მთავრობა და ოლიგარქი აკონტროლებს. ეს და კიდევ მრავალი სხვა საკითხი იქნება მსჯელობის საგანი.
ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საერთაშორისო ზეწოლა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან. ეს უნდა იგრძნოს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმაც. უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის დასუსტება და დემოკრატიული პროცესებიდან უკან დახევა არ იქნება დაუსჯადი და ყველას დაეკისრება როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავის წილი პასუხისმგებლობა

banner
წინა სტატიაშივიცე-პრეზიდენტს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ქობულეთში საქართველოს 4 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს