რომან გოცირიძე : მაია ცქიტიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ არ ასრულებს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს

მაია ცქიტიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ არ ასრულებს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ის დღითი-დღე რწმუნდება იმაში, რომ “თიბისი“ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მიმართულია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შეფერხებისა და ანაკლიის კონსორციუმის გაყვანისაკენ.

“ამას მთავრობის ყველა განცხადება ადასტურებს. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი უფრო ადრე შეიძლება აშენდეს, ვიდრე ის ვალდებულებები შესრულდება, რაც თავად მთავრობას აქვს აღებული – მაგალითად, რკინიგზისა და საავტომობილო გზის მიყვანა. სამჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, შეუძლებელია ამ ორ წელიწადში რკინიგზის გაყვანა მოესწროს. ამიტომ ხელისუფლებას სურს, საკუთარი წარუმატებლობა და პროექტის ჩაშლის საბაბი სხვებს გადააბრალოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა” ბლოკი შექმნეს და დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს
შემდეგი სტატიასამადაშვილი: თქვენ დასცინეთ ზაზა სარალიძეს