26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

რომან გოცირიძე: ლურსმანაშვილი გამოსაყვანია სოროდან. ის აწვდის საწვავს აფხაზეთში

ლურსმანაშვილი გამოსაყვანია სოროდან. ის აწვდის საწვავს აფხაზეთში. მისი კომპანია, “რეპსოლი”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობიმპორტიორია ქვეყანაში, რომელიც ასევე ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელს -“კონექტს”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

,,იგი მოევლინა რუსეთს მაშველ რგოლად. ის მეორე ტიპი პაიკია, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებამ ფიქტიურ შუამავლად გამოიყენა რუსეთში, სოჭის საკურორტო რეგიონში სრული კოლაფსია. ამაზე უკრაინამ იზრუნა. ათეულ ათასობით ტურისტი
სახლში ვერ ბრუნდება. ეს მდგომარეობა ჯაჭვურად გადაეცა აფხაზეთს. ტურისტული ბუნტის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც მოსახლეობაც აჰყვებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინის რეჟიმს. სწორედ “როსნეფტი” იყო ვალდებული, ეზრუნა რუს ტურისტებზე და მთლიანად აფხაზეთზე. აფხაზეთში საწვავის იმპორტის 100 პროცენტი ხორციელდება “როსნეფტის” მიერ, რომელიც ასევე ფლობს საწვავის ბაზებს და ავტოგასამართი სადგურების ქსელს. როგორც ვიცით, “როსნეფტი
” დასანქცირებულია. ეს ვინმე ლურსმანაშილი, რომელიც ქართული ფორბსის მილიონერების სიაშიც კი ყოფილა, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს თავიდან. მისი საწვავის შეძენა ხდება შავი ნაღდი ფულით, რაც აღიარა თავად შუამავალმა. სახეზეა ასევე სხვა უამრავი კანონდარღვევა.
ტელეფონის გამორთვა ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობისგან “გამორთვას”. როდემდე დაემალება მედიას.“ –
წერს გოცირიძე.

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კერძო კომპანიამ საწვავი შეიტანა. მისივე ცნობით, აღნიშნული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ჩარჩოს ფარგლებში მოხდა.

ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინი შეიტანა, შპს “სოლიდუსია” მისი მფლობელი კი გიორგი არველაძეა. როგორც არველაძე ამბობს, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ რეგიონში დაახლოებით 300 ტონა საწვავი შეიტანეს.

banner
წინა სტატიაშიგომის მთაზე ავარიის საქმეზე დაკავებული მიკროავტობუსის მძღოლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიამთავრობამ NATO-სა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა აუქციონის წესით, 34 810 000 ლარად გაყიდა