რომან გოცირიძე : ლარის შემდგომი გაუფასურების რისკი არსებობს

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, სუსტი ეკონომიკური ზრდისა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ლარი კვლავინდებურად არასტაბილურია და არსებობს მისი შემდგომი გაუფასურების რისკი, თუ მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვალა.
“ დამაფიქრებელია ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მასშტაბური ინტერვენციები. უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 100 მილიონი დოლარი, რითაც, მათივე განცხადებით, გაანეიტრალა წინასაარჩევნო მოლოდინები და აიცილა თავიდან ლარის გაუფასურება.

აღნიშნული ფაქტი აღძრავს ეჭვს, ხომ არ ახდენს საქართველოს მთავრობა ზეწოლას ეროვნულ ბანკზე, რათა არჩევნებამდე, რეზერვების შემცირების ხარჯზე შექმნას სტაბილურობის ილუზია და ამით მიიჩქმალოს რეალურად არსებული რისკები, რომლებმაც კურსის ხელოვნურად მანიპულირების შედეგად უფრო მკვეთრად იჩინოს თავი მომავალში.

ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა, დეფიციტის ძველი ნაშთებიდან დაფინანსება, ექსპორტის კლება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის კიდევ უფრო მატება არის შექმნილი მპრობლემის მთავარი მიზეზი და იგი ვერ გადაიჭრება ქვეყნის ისედავ მწირი უცხოური რეზერვების მანიპულირებით.

ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა ტრადიციულად წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება ერთ0ერთ მადესტაბილიზებელ ფაქტორად.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულებას:

-ხარჯების გეგმის შესრულებას დააკლდა 298 მილიონი ლარი ( გეგმა-7,630, შესრულება-7,332), -შემოსავლების გეგმა 142 მილიონი ლარი( გეგმა-7,151, შესრულება 7,293).

კვლავ ჩამორჩენაა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხების ათვისებაში-53 მილიონი ლარით. -ხარჯების ნაწილი კვლავ დაფინანსებულია ჭინა წლის ნაშთებიდან, 181 მილიონი ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოთქმული ქმნის რისკებს წლის ბოლო კვარტალში როგორც ლარის სტაბილურობის ასევე ფასების ზრდის თვალსაზრისით”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : “წადი არჩევნებზე, განსაზღვრე შენი ქვეყნის მომავალი!”
შემდეგი სტატია5 ოქტომბერს საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ