რომან გოცირიძე: “ლარის გაუფასურებამ ათეულ ათასობით ადამიანი მოულოდნელად გადასახადის გადამხდელი გახადა”

gociridzeსაქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის აზრით, ლარის გაუფასურებამ ათეულ ათასობით ადამიანი მოულოდნელად გადასახადის გადამხდელი გახადა. როგორც პარლამენტარი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, იგი აპირებს ამ საკითხზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართოს.

“ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება მრავალ პრობლემას ქმნის. თუნდაც ინტერნეტით უცხოეთში საქონლის შეძენა ავიღოთ, როცა 300 ლარის (180 დოლარის) ღირებულების საქონელი არ იბეგრებოდა. ახლა ეს ზღვარი 120 დოლარამდე შემცირდა.
ან კიდევ: 100 ათას ლარამდე ბრუნვა (60 ათასი დოლარი) გათავისუფლებული იყო დღგ-ს გადასახადისაგან. ახლა უკვე 39 ათასი დოლარის ეკვივალენტიც კი იბეგრება.
მძიმე იქნება ლარის გაუფასურება იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არ უწევდათ ქონების გადასახადის გადახდა, რადგან ოჯახის წევრთა ერთობლივი წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლები (24 ათასი დოლარი), თავისუფლდებოდა მისგან. ახლა 16 ათასი დოლარის ეკვივალენტი შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის გადამხდელები გახდებიან.ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
აუცილებლად შევალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ აღდგეს დასაბეგვრის რეჟიმი თუნდაც თავდაპირველი ოდენობით.
ჩვენს პროგრამაში რაც გვეწერა ის რომ განხორციელებულიყო, სულ სხვა რეალობაში ვიქნებოდით.
ჩვენ ჩვენსას ვცდით. თუ არ დაგვიჯერეს, ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება წინ”-წერს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიიდეა, რომლის გამოც ლენინი საფლავში გადატრიალდებოდა
შემდეგი სტატიაყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს