რომან გოცირიძე: ლარი გააუფასურა ბიუჯეტმა

შარშანდელმა ნაგროვებმა და აუთვისებელმა თანხებმა, რომელიც წლის ბოლოს გადაერიცხა მხარჯავ სუბიექტებს და წლევანდელმა პირველ თვეებში ასევე ნაგროვებმა და აუთვისებელმა ხარჯებმა, რომელიც ”ცხელ თვეებში” ერთბაშად დაიხარჯა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ლარის მკვეთრ გაუფასურებაში. ბოლო სამ თვეში დეფიციტურმა ხარჯვამ ზვავის როლი ითამაშა.

ძალიან დიდი აქტიურობა იყო სავალუტო ბაზარზე მაის-ივნისის თვეში. მაისში გაიყიდა 155 მილიონი დოლარი, ივნისში
145 მილიონი. ივლისის სტატისტიკა ჯერ არა გვაქვს, იქნება აგვისტოს ბოლოს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ამ ორ თვეში, ვინაიდან უცხოურ ვალუტაზე მთავარი მოთხოვნა დიდი ალბათობით ნახსენებ თვეებზე მოდიოდა. თუ დავაკვირდებით, ხაზინის ანგარიშზე არსებული ტრადიციულად მაღალი ნაშთები დღეისათვის მინიმუმამდეა დასული. საბიუჯეტო ნაშთების ათვისებაც კი ინტენსიურად ხდება.

სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდი მთავრობას არაერთხელ შარშან, რომ ბიუჯეტის ხარჯვაში ჩამორჩენა და მისი სამომავლოდ გადატანა( ანუ ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულება), აუცილებლად გამოიწვევდა ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდა. ყველა ჩემი გამოსვლა და ფეისბუქპოსტი ღიაა და შეგიძლიათ ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ.

კონკრეტული რიცხვებით ამის შესახებ დავწერ თვის ბოლოს, როდესაც გვექნება ივლისის თვის ვალუტით ვაჭრობის სტატისტიკა.

 

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიბათუმში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება