რომან გოცირიძე: კვირიკაშვილის განცხადება გადაინაცვლებს კომედი-შოუების რეპერტუარში

gocirსაქართველოს პატლამენტის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის აზრით, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება ლარის მომავალ შესაძლო გამყარებასთან დაკავშირებით არის „მორიგი კომენტარი, რომლის მაგვარი აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია და რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს კომედი-შოუების რეპერტუარში“.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის ცვლილება განპირობებულია იმპორტის რაოდენობის და მოხმარების ზრდით, გოცირიძე “თაიმერთან” საუბარში ასეთ კომენტარს აკეთებს: „ შეუძლებელია იმპორტის პირდაპირი დარეგულირება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს თავის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. იმპორტის შემცირების ორი გზა არსებობს: ან ბიუჯეტის ხარჯების შემცირება ან ლარის შემდგომი გაუფასურება, რომელიც მოახდენს კორექციას და მიმზიდველობას დაუკარგავს იმპორტს“.
რომან გოცირიძეს “თაიმერთან” ექსკლუზიურად  აცხადებს, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს „არავითარი მარეგულირებელი წესები არ გააჩნიათ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა დღეს გააკეთა განცხადება და ლარის კურსის კურსის ვარდნა დადებით პროცესად შეაფასა. მისი თქმით, გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს იგი აუცილებლად შეუქცევადი იქნება.

 

 

banner
წინა სტატიაშიმიშელ ობამამ Vogue-სთვის ფოტო გადაიღო
შემდეგი სტატიამოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუსული კანდიდატი ლიდერობს