რომან გოცირიძე-კუმ ფეხი გამოყო

gociridze

gociridze“კუმ ფეხი გამოყო. უკრაინა დაიპყრეს და ერთი სერიოზული განცხადება არ გაუკეთებიათ და ჩრდილიეთ კორეას კი ანამუსებენ”-ასე ეხმიანება ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რამდენიმე საათის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2016 წლის 7 თებერვალს შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო. ეს ქმედება, რომელიც წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების დარღვევას, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონსა და მსოფლიოში.

საქართველო იზიარებს აღნიშნული ქმედებებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტს და უერთდება მოწოდებებს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისადმი რათა მან განუხრელად შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა პრემიერმინსტრს მიმართავს