რომან გოცირიძე: “კოკა” ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!

”ბოტი” რობოტის შემოკლებული ვერსიაა, რომელიც კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ავრცელებს ინტერნეტში ინფორმაციას.
”ტროლი” ადამიანია, რონელიც მალავს საკუთარ ვინაობას და ირქმევს გამოგონილ სახელს და ეწევა დეზინფორმაციას.
ტროლები და ბოტები არის ქართული ოცნების ბინძური მხარე. თუმცა სუფთა მხარე რომელია, თუ ვინმეს გახსენდებათ, შეგიძლიათ მოყვეთ.
სწორედ ესენი თხზავენ ათას სისულელეს, ორგანოებით ვაჭრობით და ძუძუების მოჭმით დაწყებული, ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის კაგებეშნიკური წარსულით დამთავრებული.
ახლა ტროლებისა და ბოტების გარდა გააქტიურდნენ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედიასტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან ერთი მთავარი მესიჯის გავრცელებას: ”ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს”. ეს არის ხელისუფლების რეაქცია ”თი-ბი-სი” ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
ხელისუფლების პროპაგანდის უკვე არავის სჯერა.
კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!
კოკა!😄😄😄-წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისკანდალური წერილი ხაზარაძეს სავარაუდოდ ბიზნესმენმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – კურიერმა დაადგინა ის ადგილი, საიდანაც თიბისი ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა