რომან გოცირიძე : ყველა განხილვას კომიტეტში დავესწრებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ხელისუფლებამ არ გაფლანგოს ეს ფული

ყველა განხილვას კომიტეტში დავესწრებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ხელისუფლებამ არ გაფლანგოს ეს ფული, როგორც აქამდე აკეთებდნენ – ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.

„ამ ბიუჯეტში მთავრობამ ხალხის სატკივარი არ გაითვალისწინა. ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ მოზიდული 5 მილიარდი ლარიდან თუნდაც მცირე შეხვდეთ ადამიანებს, თუნდაც პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით. ყველა განხილვას კომიტეტში დავესწრებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ხელისუფლებამ არ გაფლანგოს ეს ფული, როგორც აქამდე აკეთებდნენ. მთავრობამ კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა და ვნახავთ იქნა თუ არა იქ გათვალისწინებული რამე ჩვენი შენიშვნებიდან“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 24 პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია