რომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ვერ დაძლია ვერცერთი ის პრობლემა, რომელიც ხალხის წინაშე იყო

gociridze

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე NDI-ს კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევის შედეგები და საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიცალურ მონაცემებს ემთხვევა.

„დღეს გამოქვეყნდა არა მხოლოდ NDI-ს კვლევის შედეგები არამედ საქტატის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 2.9%-ანი ეკონომიკური ზრდაა. სამწუხაროდ ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, ამიტომ არ არის გასაკვირი თუ ორივე გამოკვლევა ერთმანეთს ემთხვევა.
ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ხელისუფლებამ ვერ დაძლია ვერცერთი ის პრობლემა, რომელიც ხალხის წინაშე იყო. ამიტომ, ამ პრობლემების პირობებში შეუძლებელია განსხვავებული შედეგი გვქონოდა და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ კვლევებს არ ენდობიან, ბუნებრივია ოფიციალურ სტატისტიკას უნდობლობას ვერ გამოუცხადებენ.“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: ნათელია, რომ სერიოზული ალტერნატივა “ქართულ ოცნებას” არ ყავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას