რომან გოცირიძე : ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი

„2018-ში რატომ გაორმაგდა 2017-თან შედარებით? უკლებლივ ყველა სახის დანაშაული, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულები, ფაქტობრივად, გაორმაგდა,“ – ეს კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით დასვა.

პრემიერი პარლამენტში სწორედ ოპოზიციის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარების შემდეგ მივიდა და დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე უნდა იმსჯელონ.

ოპოზიციას პრემიერისგან კონკრეტული პასუხის მიღება სურს – რატომ იზრდება კრიმინალი და რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება მომატებულ დანაშაულს. გოცირიძის შეფასებით, „კრიმინალმა აიშვა“, რაშიც თავად მთავრობას მიუძღვის დიდი წილი.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ვერ ებრძვის კრიმინალს, რადგან თვითონ არის კრიმინალის წამხალისებელი.

„ჩვენ მიერ დასმული შეკითხვის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. დღე არ გადის, რომ ლამის, საომარი ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ბანკის გაძარცვის შესახებ. გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს.

„სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ, დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი – ერთის მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფეროა, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება. გაჩნდნენ ასე ვთქვათ, საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომაროება და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის.

კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში და ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს აგრეთვე საზოგადოებაში განმტკიცებული კრიმინალური მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევების მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ბიზნესმენებს და ყოფილ მინისტრებსაც კი. როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი.

რომან გოცირიძისთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ სტატისტიკაში მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იზრდება, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა არის ქვეყანაში.

„სტატისტიკა არის საშინელი… 2018-ში რატომ გაორმაგდა 2017-თან შედარებით? უკლებლივ ყველა სახის დანაშაული, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულები, ფაქტობრივად, გაორმაგდა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე ოპოზიციას : გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის
შემდეგი სტატიაეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით – ბახტაძე გოცირიძეს მიმართავს