რომან გოცირიძე: ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს ფიზიკური პასუხისმგებლობა და ჭინჭრებით დაცხონ ერთ ადგილას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე იზიარებს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფამ ადამიანების გაღარიბებას შეუწყო ხელი, რაზეც ვუღაცამ პასუხი უნდა აგოს.

,,მას შემდეგ რაც ამ უმრავლესობის პარლამენტმა თავისივე მიღებული კანონი უარყო და ეროვნულ ბანკს დაუბრუნა ზედამხედველობის სამსახური, ბუნებრივია, ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. უნდა აღიარონ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ დაიკარგა დრო, დაიკარგა ფული, რომ გააუფასურეს ლარი, ვინაიდან სწორედ ლარის გაუფასურების პერიოდში მიდიოდა საშინელი შეტევა ეროვნულ ბანკზე. ამით ფაქტობრივად ადამიანების გაღარიბებას შეუწყვეს ხელი. ამიტომ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური. ხალხმა არ უნდა აირჩოს ეს ხელისუფლება მეორეჯერ. არსებობს ასევე მორალური პასუხისმგებლობაც. უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია. ან კიდევ ხალხი პარლამენტთან უნდა დადგეს და მოუწყონ სირცხვილის კორიდორი. უნდა დაუსტვინოთ, რომ მიხვდნენ, მეორეჯერ არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომა. დღეს „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც მეორეჯერ დაადო პრეზიდენტმა ვეტო და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე დააბრუნა ეს კანონპროექტი უკან პარლამენტში, ნაცვლად მორალური პასუხისმგებლობისა, ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს ფიზიკური პასუხისმგებლობა და ჭინჭრებით დაცხონ ერთ ადგილას“ , – განაცხადა რომან გოცირიძემ .

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დადგეს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წერიგში
შემდეგი სტატიაიტალიაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე დააკავეს