რომან გოცირიძე: კალაძის მიერ გაზპრომთან გაფორმებულმა ანტისახელმწიფოებრივმა ხელშეკრულებამ სულ სხვა კონტექსტში იჩინა თავი

კალაძის მიერ გაზპრომთან გაფორმებულმა ანტისახელმწიფოებრივმა ხელშეკრულებამ სულ სხვა კონტექსტში იჩინა თავი.
საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებას ახდენს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ათასი კუბური მეტრი გაზის გატარებააში მას დღემდე უხდიდნენ 13,88 ლარს. დღეს სემეკმა ტარიფი გააძვირა 5 ლარით (36 პროცენტით) და იგი 18,88 ლარი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს გაზის სამომხმარებლო ფასზე და ხვალ უნდა ველოდოთ ასევე მის გაძვირებას.
სემეკის ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც: გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ რომ დაკარგა ათეულ მილიონობით ლარი, ისედაც ცნობილი იყო. ახლა აღმოჩნდება, რომ გაზპრომის მიერ ჩვენთვის ტრანზიტის საფასურად დატოვებული თანხა მხოლოდ ტრანსპორტირების საფასურს თუ ეყოფა. გამოდის, რომ საქართველო ფაქტობრივად მუქთად ახდენს რუსული გაზის სომხეთისათვის მიწოდებას.
გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიკალაძე: „ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა”
შემდეგი სტატიაუზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო ბინაში გარდაცვლილი იპოვეს