რომან გოცირიძე : ივანიშვილისგან წერილობით გარანტიას ითხოვს

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

gociridze„ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მზადაა, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ბიძინა ივანიშვილთან , თუ ამის სურვილი ექნება, პირისპირ, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს-“ის ეთერში ისაუბროს, – ამის შეახებ გოცირიძემ „თაიმერს“ განუცხადა.

გოცირიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც თავად ივანიშვილმა მიიპატიჟა, მივიდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შარშანდელი სცენარი არ განმეორდება, როცა ყოფილმა პრემიერმა ფორუმი გახსნისთანავა დატოვა.

„როგორც შევიტყვე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პერსონალურად დავუპატიჟებივარ მის მიერ დაარსებულ ეკონომიკურ ფორუმზე.
ისე, რომ იცოდეთ, ამ ფორუმს ისინი ესწრებიან, ვინც თანამდებობებზე არიან და უარის თქმა არ შეუძლიათ, ან ისინი, რომლებიც ელოდებიან, თუ როდის გადაუბრუნდებათ ფეხი თანამდებობიანებს, რომ მათი ადგილი დაიკაონ. სხვათა შორის, ამ ფორუმზე ივანიშვილმა შარშანაც პერსონალურად, ტელეეთერიდან დამპატიჟა. რა თქმა უნდა, მივედი. ივანიშვილმა ფორუმი გახსნა, ხუთიოდე წუთი ილაპარაკა და მერე თქვა, ახლა დაგტოვებთ და უჩემოდ უკეთესად ილაპარაკებთო. ისე მოიქცა, სტუმრად რომ დაგპატიჟებენ და სუფრაზე პატარა პავშვებთან მიგატოვონ. ავდექი და ფორუმი მეც დავტოვე. ჟურნალისტებმა რომ მკითხეს, რატომ დატოვეთო, ვუპასუხე, ჩემს გარეშე უფრო თამამად ილაპარაკებენ-მეთქი, თუმცა ივანიშვილს ახლა განუცხადებია, გოცირიძეს სათქმელი არაფერი ჰონდა და გაიპარაო, მაგრამ არქივში მოძებენთ კადრები, სადაც ჩანს, რა და როგორ მოხდა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს გოცირიძე, რომელიც ყოფილი პრემიერისგან წერილობით, ან „2030“-ის ეთერიდან მიცემულ სიტყვიერ გარატიას ითხოვს, რომ ფორუმის სტუმრებს წელსაც არ მიატოვებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა დღეს ვერ მიჯირყვნა ჟურნალისტები