რომან გოცირიძე ივანიშვილის ინტერვიუზე – ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია

კაცი, რომელმაც დაკარგა რეალობის შეგრძნება – ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და ქვეყნის პრობლემა ბესელია-გედი-ჟორჟოლიან-ნაცვლიშვილ-ივანიშვილის დონეზე დაიყვანა, – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ივანიშვილმა თითქმის ორი საათის განმავლობაში ოთხჯერ ახსენა ”კაპიტანი გიგაური”, ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე და არცერთხელ – რუსეთი”. ისინი, ვისაც გუშინ აიდიალებდა – მაღრაძე, ხუხაშვილი და სხვა საყვარელი ადამიანები , დღეს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოგზავნილები არიან. აღმერთებს მურუსიძეს და ფრიად აფასებს ვინმე ზარდიაშვილის ტვინის ხვეულებს. ხალხს თურმე მოლანდებები დასჩემდა-ისე ცუდად არ ცხოვრობენ ადამიანები, როგორც ეჩვენებათ. როგორც სჩვევია, ყველაფერი წამოცდენებით დაფქვა. მაგალითად, ანაკლიის პროექტი არ ყოფილა მიმზიდველი და მოგება თურმე 30-40 წლის შემდეგ შეიძლება მიიღოს. ამას რომ ინვესტორს ეტყვი, ვინ უნდა მოჰკიდოს ამ პროექტს ხელი. შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია(ძმებმა „გრეჩიხებმაც“ კი) და რომელიც პოეტ თალაკვაძის, ჩაის მიმტან ზარდიაშვილის და ტვინისკოლოფა დეპუტატ კალისტრატე, იგივე კარლო კოპალიანის იმედად დარჩა. კიდევ ბევრი თვალმარგალიტი იყო. იმედგაცრუებული ვარ, მაინცდამაინც „ლივერპულის“ და „სიტის“ თამაშს რატომ დაამთხვიეს, ჩანაწერი იყო, ცოცხალი კი არა”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ცენტრ პოინტის” საქმის „მიონის” ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა ასეთი სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა