რომან გოცირიძე: ივანიშვილის დღევანდელი საუბარი რეალობას აცდენილი იყო

„მოსახლეობა ყველაფერს სწორად ხედავს. ხედავს იმას, რომ ქვეყანა გაღარიბებულია“ -ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლას.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ქვეყნის ეკონომიკა აყვავებულია და უბრალოდ საზოგადოება ვერ ხედავს ამას. სწორედ ამიტომ, თურმე ივანიშვილმა რაიონებში უნდა იაროს და მოსახლეობას ანალიზი ასწავლოს. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია -გუშინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ წელს, ეკონომიკა მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, უმუშევრობა და სიღარიბე კი იზრდება. ასევე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ათასი საწარმო აშენდა და გარემონტდა. სინამდვილეში კი, არცერთი სერიოზული და ღირებული პროექტი არ განხორციელებულა. თუ რაიმე გაიხსნა, ყველაფერი წინა მთავრობის პერიოდში იყო დაწყებული. დღეის მდგომარეობით ყველაფერი უარესობისკენ წავიდა – ქვეყანა გაღარიბდა, ფასებმა იმატა, ლარი გაუფასურდა. ამ გაჭირვებული ქვეყნის ამოქმედება 8 ოქტომბერს მოხდება, როდესაც ჩვენ ჩვენი პროგრამით ახალ სიცოცხლეს მივცემთ საქართველოს“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: რუსული პროპაგანდა აქტიურად არის ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს არის საფრთხე
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები წარმატებით განხორციელდება