10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რომან გოცირიძე: ივანიშვილი ძალოვნებად პოლიტიკიდან მოსულ პირებს არ სწყალობს, უფრო ოფიცრული “ზაკალკის” ხალხი ურჩევნია

როდესაც რაკეტის სიჩქარით რიგითი ჯარისკაციდან გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე აღგაზევებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ მოხსნას უპირებდა, არამედ ძალიან დიდხანს დატოვებას გეგმავდა ის ბრძენი კაცი მდინარაძის სუსის უფროსად,- წერს რომან გოცირიძე.

მისი თქმით. ივანიშვილი ძალოვნებად პოლიტიკიდან მოსულ პირებს არ სწყალობს, უფრო ოფიცრული “ზაკალკის” ხალხი ურჩევნია

,,მისი მოულოდნელი განთავისუფლება მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას-სპონტანურობით. ამ სპონტანურობის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი სიზმარი, გამოუძინებლობა, ყურში ჩაჩურჩულებული თუ ჩაწვეთებული ჭორი ან ირაციონალური შიშები. თუ ძალიან მოვინდომებთ და რაციონალურ ახანას შევეცდებით, ალბათ, მთლად ისე ვერ შეუსრულა რაღაცა, როგორც უნდოდა.

ზოგადად, ივანიშვილი ძალოვნებად პოლიტიკიდან მოსულ პირებს არ სწყალობს, უფრო ოფიცრული “ზაკალკის” ხლხი ურჩევნია. ეტყვი რაღაცას, გიპასუხებენ-არის. მოკლედ, დღეს მორიგი ანრიოხანიზაციის შემსწრე გავხდით“,- წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა
შემდეგი სტატია„ბლუმბერგი“: მსოფლიოში ნავთობის გლობალური მარაგი ერთ თვეში ამოიწურება