14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

რომან გოცირიძე: ინფორმაცია, თითქოს ჩამოწერილი სესხები “გაცოცხლდა”, ცალკეული შემთხვევაა და განზოგადებას არ ექვემდებარება

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წლების წინ ჩამოწერილი საბანკო დავალიანებები ხელახლა გააქტიურდა, რამაც საზოგადოებასა და განსაკუთრებით ემიგრანტებში შეშფოთება გამოიწვია.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები. რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, დაგროვებული პროცენტებითურთ გაუნადგურებს მათ დანაზოგებს.

ჩემი პასუხი ასეთია: მშვიდად იყვნენ, ეს ასე არ არის. ალბათ, ვისაც გაქვითული სესხების დასაბრუნებლად მიმართეს, ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდა სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან. შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს-არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის განზოგადება.

კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკი განმარტავს ამ საკითხს”,_ წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე: მასწავლებლების ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა, სამინისტრო მათ გადამზადებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიათამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა