რომან გოცირიძე : იმედია, უმრავლესობას ეყოფა კეთილგონიერება, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს მიღებული იქნება

იმედია, უმრავლესობას ეყოფა კეთილგონიერება, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს მიღებული იქნება, -ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ. ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა“,- განაცხადა გოცირიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღესგაიმართება.

banner
წინა სტატიაში“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაგუგა ქაშიბაძე : ლეღვის ნახარშით მთვარის სინათლეზეც დამწვრობას მიიღებენ