რომან გოცირიძე: ბიძინა იმ ბუზის მდგომარეობაშია, რაც უფრო მეტს რომ იფართხალებს ობობას ქსელში, კიდევ უფრო მეტად რომ ეხვევა

“ივანიშვილის სახელით დღეს კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა. ვინც გუშინდელი ჩემი პოსტი წაიკითხა, სწორად ვივარაუდეთ: აწ უკვე სულ სხვა შვეიცარიულმა ბანკმა, რომელსაც ივანიშვილი უჩივის, იმიტომ გაყინა მისი, მისი ოჯახის წევრების და ბიზნესსტრუქტურების ანგარიშები, რომ ამ ბანკში იქნა გადატანილი სინგაპურის სასამართლოში მოგებული ფულის საკმაო ნაწილი.
ივანიშვილის ოჯახი და ბიზნესი არაა დასანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ, სანქცია ჯერჯერობით მხოლოდ პირადად მას შეეხო, მაგრამ აქ არის ერთი გამონაკლისი: სინგაპურის და ბერმუდის სასამართლოების გადაწყვეტილებით მიღებულ ფულს ვერ გაიტანს ამერიკის ხაზინის ნებართვის გარეშე. ამიტომ გაეყინა ეს თანხები.
რაც არ უნდა იჩივლოს, ვერაფერს მიაღწევს. იმ ბუზის მდგომარეობაშია, რაც უფრო მეტს რომ იფართხალებს ობობას ქსელში, კიდევ უფრო მეტად რომ ეხვევა”,-წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
შემდეგი სტატია„მთელი ჩვენი გუნდის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს და ჩვენ, ხალხთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ოლიგარქიული დიქტატურა არ დამყარდეს“ – ტარიელ ნაკაიძე