
ახლა მთავარზე: როგორც ვხედავთ, საქართველოში მილიარდზე მეტი ღირებულების ჰეპატიტის სამკურნალო წამალი შემოვიდა. სინამდვილეში, არავინ იცის, რა არის მისი რეალური ფასი. როცა არაფერს იხდი, არც ინტერესდები, თუ რა წერია ინვოისში.
მიმდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა ამაზე, თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა. თანაც, ეს არ ჯერჯერობით არ შეიძლება იყოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი.
ფასის აწევა გრანტის სახით გადაცემულ საქონელზე, როგორც ჩანს, კომპანიების მარკეტინგული სვლაა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პრეპარატები ამ მოცულობით (საბითუმო) გაყიდული მსოფლიო კომერციულ ბაზარზე გაცილებით ნაკლები ეღირება და არც სააფთიაქო( საცალო) ქსელში იქნება ასე ძვირი.
თუ მწარმოებელი კომპანიებისაგან სხვა ვინმე( მაგ. სამედიცინო ორგანიზაციები ან ვთქვათ, აშშ მთავრობა) ყიდულობს მედიკამენტებს ამ მსოფლიო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით ( რაც ორიმხრივად კარგია), მაშინ ვითარება ცოტა განსხვავებული იქნება. თუმცა, პრინციპი, რომ კერძო შემსყიდველი უფრო მომჭირნეა, ვიდრე სახელწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, აქაც მუშაობს.
როცა მთავრობის წევრები მრავალმილიარდიან რიცხვებს მოიხსენიებენ ამ პროგრამის შესახებ, საჭიროა ნათელი და კვალიფიციური ანალიზი მისი ყველა, მათ შორის, ფინანსური მხარის.
რამდენს ჩაწერს მჩუქებელი თავის მიერ გაჩუქებული საქონლის ღირებულებად, ეს ჩვენ ალბათ არც უნდა გვადარდებდეს, თუმცა, ჩვენს მიერ დასამატებელი თანხები თუ საერთო ღირებულების პროცენტიდან აითვლება, მაშინ არც თუ ისე მეორეხარისხოვანი გამოდის ფასის საკითხი.
ის, რომ მილიარდებს გვჩუქნიან და ცოტა მილიონები რომ წავუმატოთ ამით არაფერი დაშავდება, არ არის სწორი მსჯელობა. ეს პროექტი არის მეტად მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის. ჩვენ ვიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. რაღაც ზომით, ვრისკავთ ალბათ, თუმცა ეს ყოველმხრივ გამართლებული რისკია, ისინი კი იუმჯობესებენ თავიან შემოსავლებს და იხვეჭენ მსოფლიო სახელს( რისი დიდი იმედიც მაქვს).
რომან გოცირიძე



















