რომან გოცირიძე „გაზპრომთან“ დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს

„საგამოძიებო კომისიის შექმნასა მოვითხოვთ ანტისახელმწიფროებრივი კონტრაქტის გაფორმების გამო,“ – ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს. ამასთან, გოცირიძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილსაც პასუხობს:
„ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რუსეთისგან გაზის შეძენა გახდა საჭიროო და ამით იმის დასბუთება უნდა, რომ „გაზპრომთან“ გაფორებული ხელშეკრულება კარგია. რატომ დასჭირდა შეძენა? – იმიტომ. რომ ტრანზიტის სანაცვლოდ არ გვაძლევენ გაზს. გვაძლევენ ფულს, რომლითაც ვერ ვყიდულობთ იმის ნახევარსაც კი, რამდენსაც ნატურით ანაზღსურებისას ვიღებდით. ძველი სქემით არ დაგვჭირდებოდა შეძენა – ისედაც გვერგებოდა გაზი. მიმდინარე წელს შენარჩუნებულია ნაწილობრივ ნატურით ანაზღაურების, ნაწილიბრივ შესყიდვის ფორმა. მომავალი წლიდან გადავდივართ სამუდამო შესყიდვსზე. ვკარგავთ მრავალ მილიონებს. ამაზე მალე გვექნება საუბარი პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოვითხოვთ ამ ანტისახელმწიფროებრივი კონტრაქტის გაფორმების გამო-წერს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

მარიამ ვალიშვილი: შაჰდენიზის საბადოზე შექმნილი პრობლემების გამო გაზი “გაზპრომისგან” შევიძინ ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაცით, მიმდინარე წელს საჭიროების გამო, ქართულმა მხარემ „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების

შეგახსენებთ: მარიამ ვალიშვილის თქმით, შაჰდენიზის საბადოზე შექმნილი პრობლემების გამო გაზი „გაზპრომისგან“ შევიძინეთ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაცით, მიმდინარე წელს საჭიროების გამო, ქართულმა მხარემ “გაზპრომ-ექსპორტთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები შეიძინა.
„თვის დასაწყისში შაჰდენიზის საბადოზე პრობლემა იყო და ჩვენ ორი-სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად, შეგვეზღუდა გაზმომარაგება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიზღუდია მომხმარებელი და ის ალტერნატიული რეზერვი, რომელიც დარეზერვებულია იმ ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული, განსაზღვრული პირობებით, ის გამოვიყენეთ აუცილებლობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვალიშვილმა.
გარდა მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღით რუსული გაზის დამატებითი მოცულობების გამოყენებისა, საქართველომ იანვარ-თებერვალში „გაზპრომ-ესპორტისგან” 100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეიძინა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: „ივანიშვილთან თანამშრომლობა რომ მდომოდა, ავიღებდი გაზრდილ 10-მილიონიან „სტავკას“ და გავიწეოდი გვერდზე!“
შემდეგი სტატიალიბიის სანაპიროსთან 200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა