რომან გოცირიძე: – “გავუსაამებლებ მაგას საქმეს!… არ გამიხადურეს საქმე ამ უნიათოებმა?!… “

14169480_1773261409586727_415632372_nდოყლაპია მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის დამსახურებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი ცუდი მუშაობის გამო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს ვერ ითვისებს, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას აფასებს.

„წლებია ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი ცუდი მუშაობის გამო ვერ ითვისებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს, რომლის დიდი ნაწილი უცხოური კრედიტებია. ეს დიდწილად დოყლაპია, პათოლოგი და კორუმპირებული ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის დამსახურებაა. ოთხი წელია ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანეს გზა, როცა გეგმით 2014 წლამდე უნდა დამთავრებული ეს და სხვა მონაკვეთიც.

გრძნობს რა მინისტრი, რომ ვერ შეინარჩუნებს პოსტს, მისი საჭიროების გამამართლებელ ხერხს მიმართა. კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო და გუშინ პალიტრის ეთერში მომდგა ვულგარული კრიტიკით (”რას ბჟუტურებს” და მსგავსი ეპითეტებით). მოკლედ, მისი ჭკუით, ვიღაცებს აამა.

გავუსაამებლებ მაგას საქმეს!:)

ეს ახალი ქართული სიტყვაა. ნოდარ ჯავახიშვილისთვის მოვიგონე სპეციალურად. ბევრჯერ გაიგონებს პარლამენტის ტრიბუნიდან. ყანაში რა თქმა უნდა და არა მინისტრის სავარძელში.
არ გამიხადურეს საქმე ამ უნიათოებმა?! :)“ – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა