რომან გოცირიძე განმარტავს, რისი თქმა სურდა მიხეილ სააკაშვილს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ისრაელიდან ჩამოსული „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტი არასწორად გაიგეს.

რომან გოცირიძე საკითხზე საუბრისას პარალელს „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგ მოშე კლუგჰაპტსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვს შორის ავლებს.

„ქართული ოცნება“ გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგს „რუს პიარშიკს“ უწოდებს. სინამდვილეში, ეს ადამიანი ბელორუსია, ამერიკაში ცხოვრობს, ობამას საარჩევნო შტაბში მუშაობდა და რუსულად ლაპარაკობს, თუმცა რუსეთთან კავშირი არ აქვს, პირიქით, რუსეთის ოპოზიციას ეხმარებოდა და ეს ადამიანი ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დამამცირებელია, რუსი პიარშიკი“ ან რომ ვთქვათ, რომელიღაც თაღლითი პიარშიკი რუსეთიდან ან ისრაელიდან? – კონტექსტი არასწორად არის გაგებული. ებრაელს არ ვამბობ, რომ რაიმე არ დამწამოთ, მაგრამ რატომ შეიძლება, „ქართული ოცნების“ ღირსებად ჩაითვალოს, როცა ისინი ამბობენ, რუს პიარშიკს? ეს არის სიტყვებზე გამოდევნება. სიტყვების დამახინჯება და სიტყვებზე გამოკიდებაა, როცა „რუსი პიარშიკი“ ნორმალურ სიტყვად მიგაჩნიათ და ებრაელ პიარშიკს სხვა კონტექსტს უძებნით. ვინაიდან, საზოგადოება ამ საკითხს ასე აღიქვამს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თაღლითი, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში გამოცდილი პიარტექნოლოგი ისრაელიდან. მიხეილ სააკაშვილს ამის თქმა უნდოდა“, – დასძინა გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიატყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველოს“ 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა