რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის მიერ 3 ქართული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას.
„სამი ქართული კრიპტოკომპანია ბრიტანეთმა დაასანქცირა რუსეთის მთავრობის ხელშეწყობისათვის სანქციების გვერდის ასავლელად. აქაურმა გამოძიებამ დამალა ეს ფაქტი, რადგან რუსეთს ეხებოდა აღნიშნული დანაშაული. ფაქტობრივად ხელი დააფარა რუსეთს, მაგრამ მოულოდნელად საქმე გასკდა“, — აცხადებს რომან გოცირიძე.















