რომან გოცირიძე : გახარიას არ უნდა, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა საკუთარ თავზე აიღოს

გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებები იყო ძალიან დამაეჭვებელი. არ თქვა ვინ გასცა ბრძანება. დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ პროცესებში თავად ივანიშვილიც იყო ჩართული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განუცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას განცხადება იყო დროის გაჭიანურების მცდელობა.

„მისი გუშინდელი განცხადებები იყო ძალიან დამაეჭვებელი. ის ზოგადი ფრაზებით ამბობდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონაა, არადა არ თქვა ვინ გასცა ბრძანება. არ არის გამორიცხული და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ პროცესებში თავად ივანიშვილიც იყო ჩართული. მას არ უნდა დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა აიღოს საკუთარ თავზე, თანაც მაშინ, როდესაც მომიტინგეთა დაშლა მოხდა იმ ფორმის იარაღით, რომელიც იყო ადამიანებისთვის საზიანო. სამომავლოდ მისი ნებისმიერი წამოცდენა შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინაააღმდეგ დევნის დაწყების დროს და ეს რომ მოხდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ, მას უნდა თავი დაიზღვიოს სამომავლოდ იმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელიც დაუდგება”,-აცხადებს გოცირიძე.

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერის და შს მინისტრის განცხადებები ხელისუფლებაში არსებულ ქაოსზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა მთავრობის სხდომა 14 : 00 საათზე დანიშნა
შემდეგი სტატიაურჩი დეპუტატებისგან განმარტებებს ივანიშვილი დღეს მოისმენს – უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა