რომან გოცირიძე: ევროპარლამენტმა ბრჭყალები გამოაჩინა

“ევროპარლამენტმა ბრჭყალები გამოაჩინა. 500 მილიონი ევროს გამოყოფა პირდაპირ დაუკავშირა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების შესრულებას. ამერიკაც ამასვე იტყვის. ამ დახმარების გარეშე არ არსებობს საქართველოს ბიუჯეტი.
იმდენს იზამს ივანიშვილი, რომ ხალხი ჯოხებით მიადგება შუშის სასახლეს.
პოლიტპატიმრებსაც გამოუშვებს და საარჩევნო სისტემასაც შეცვლის.
როგორც დაგიბარებიათ”,-წერს რომან გოცირიძე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებით, საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს.

კუბილიუსის განცხადებით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. ამის შესახებ განცხადება კუბილიუსმა Twitter-ზე გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშირა საფრთხე გველოდება ზაფხულში “დაკორონებული” რუსეთიდან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა