რომან გოცირიძე – ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა

ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა, ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კიარა, უცხო პლანეტიდან ჩამოსულია ,–ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს იყო წყალ-წყალა გამოსვლა, მოკლებული იყო რაიმე შინაარსს. ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე. ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არ არის, არის რაღაც უცხო პლანეტიდან ჩამოსული. მას არ უსაუბრია არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე, რაც დგას ქვეყანაში – პოლიტიკური კრიზისი, არაფორმალური მმართველობა, მის მიერ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მოტყუებული ამომრჩეველი. რა როლი აქვს? მას არ დაუსვამს არავითარი მწვავე საკითხი რუსეთთან მიმართებაში. დილით ვთქვი, რომ რუსეთს არ ახსენებ-თქო და როგორც ჩანს, უთხრეს და თქვა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიო. რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული რომ აქვს, ეს ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია ნათქვამი. ეს სიტყვა სტამბულის სამიტზეც კი მოხსენიებულია. რუსეთი რომ ოკუპაციას აგრძელებს, ეს თურმე სიახლეა. ამას თავად რუსები ამბობენ. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის პრეზიდენტი არ არის, ის არის ერთი ადამიანის პრეზიდენტი, რომელიც პირად დავალებებს ასრულებს“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითეთნულდზე ზვავის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიავფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი-კარლ ჰარცელი პრეზიდენტის გამოსვლაზე