რომან გოცირიძე: ეს არის ბანდიტური სახელმწიფო

„ძალიან რბილად და ლამაზად არის ნათქვამი ოლიგარქიული მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი მმართველობა და ხალხი შეიძლება ვერც იგებს ამ უბედურების ნამდვილ შინაარსს. არის ბანდიტი სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული, დააჯდნენ სახელმწიფო საწარმოებს და წლების განმავლობაში გაღატაკებული ხალხი და გამდიდრებული ოლიგარქის გარემოცვა და უნდათ აი ამ სიკეთეების შენარჩუნება სწორედ ძალადობრივი გზით. ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა – ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ, რა იყო მათი მუდმივი ხელწერა ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისას. ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა და მუქარა. ყველაფერი რომ შევაჯამოთ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს მათ ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაძაბულობა არ აწყობს და სურს არჩევნებამდე ქვეყანა წყნარად მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენას დაესწრო
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ძალადობა, რომელსაც ჩვე მარნეულში ვხედავთ დაუშვებელია!