რომან გოცირიძე: ძალიან სახიფათო პროცესი მიმდინარეობს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ინსტიტუტის უზურპაცია ხდება. ხელისუფლებას და მის არაფორმალურ მმართველს საშუალება ეძლევა თითოეული ადამიანი სრულად აკონტროლოს და შემდეგ მათი დაშანტაჟება მოახდინოს. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ საპარლამენტო გამოსვლის დროს ისაუბრა.

„ძალიან სახიფათო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც არაფორმალური მმართველის მიერ ხელუსუფლების ყველა შტოს უზურპაცია ჰქვია. ამ უზურპაციის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება, როდესაც ამ დარბაზში თქვენი თანხმობით საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონკტროლი დამყარდება – მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდება, ქალბატონი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ამ თანამდებობას არ შეეფერება თავისი პოლიტიკური წარსულით.

გარდა იმისა, რომ ნათელია სასამართლოს სრული კონტროლი ხდება, ახლა ჯერი მეოთხე ხელისუფლებაზე, მედიაზე მიდგა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ მოამბე რჩება, სხვა გადაცემები იხურება. იხურება მეორე არხიც, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში უყუროს პარლამენტის სხდომებს.

ამ 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საგადასახადო სამსახურს ჰქონოდა ჩვენი საბანკო ანგარიშების კონტროლის საშუალება. თქვენ ეს საშუალებაც მიეცით.

როდესაც ხელიუსუფლება ამ დონეზე აკონტროლებს ადამიანს, შემდეგ მათი დაშანტაჟებაც იოლია.
მნიშვნელოვანია შევეხოთ მოსმენების სისტემასაც, რომელიც ვითომ ნეიტრალური იქნება -რჩება სუსში და ფორმალურად ექვემდებარება პრემიერს.

არ დარჩა სფერო, რომლის კონტროლიც არ მომხდარა.“ განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში101 მომხრე 10-ის წინააღმდდეგ- მანანა კობახიძე მოსამართლე გახდა
შემდეგი სტატიაკოლეგებო, თქვენ ის დეპტუატები ხართ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებზე ხმას არ იღებთ