რომან გოცირიძე : დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ლამაზი სტუდიები, მას ზურგი აქცია საზოგადოებამ

საზოგადოებრივ მაუწყებელს ზურგი აქცია მთელმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცორიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც რომან გოცირძემ აღნიშნა, რომ არა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, „შეიძლება დღემდე არ გვცოდნოდა ის მოვლენები, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში“.

მისივე შეფასებით, დღეს მაუწყებელი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ლამაზი სტუდიები.

ამასთან, გოცირიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 2%-იანი რეიტინგი და 50 მილიონს ხარჯავს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს ზურგი აქცია მთელმა საზოგადოებამ. არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ერთი ნაწილი ბოიკოტსაც კი უცხადებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი 5 რეფორმით მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ რეფორმას და მათი ხელმძღვანელობის გათავისუფლებას. მწერლების ნაწილი უკვე ინტერვიუსაც არ აძლევს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიწმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს