რომან გოცირიძე: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ალექსანდრ ბანდიუკოვის დევნა

“რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც პუტინის რეჟიმი არაადამიანურად ექცეოდა და შეთითხნილი საქმის გამო დაპატიმრებას უპირებდა და რომელმაც საქართველოში გაქცევით უშველა თავს, უკვე საქართველოში სამწლიანი უსამორთლო მოპყრობის შემდეგ რუსეთში აბრუნებენ, ფაქტობრივად სწირავენ რა სასიკვდილოდ.
აქ ერთი წელი ამყოფეს ციხეში და მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ გულის მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. ამის მერე არაერთხელ მოხვდა კლინიკაში და დღესაც იქ იმყოფება.
ერთი წლის წინ მოვიდა პარლამენტში და მთხოვა მეშუამდგომლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რათა დაეცვათ იმ განუკითხაობისაგან, რაც სახელმწიფო უწყებებში ხდება.
ამ წერილში კარგად არის აღწერილი საქმის ისტორია. სულაც დამნაშავე რომ იყოს( 400 ათასი მანეთის მითვისებას აბრალებენ, რაც მაშინდელი კურსით დაახლოებით 5 ათასი დოლარია), როგორ უნდა მოახდინო ადამიანის ექსტრადირება იქ, სადაც თუნდაც ჯანმრთელობის მგომარეობიდან გამომდინარე სიკვდილი ელოდება. ან რას ნიშნავს ის, რომ ჯერ მიანიჭეს სტატუსი, რომელიც ექსტრადირებისაგან დაიცავდა და მერე გაუუქმეს? რუსეთისადმი კოჭის გაგორებას.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამ ადამიანის დევნა”-ასე ეხმაურება რომან გოცირიძე ალექსანდრ ბანდიუკოვის ექსტრადირების საკითხს.

 

სიკვდილი მელოდება, გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით – ალექსანდრ ბანდიუკოვი

 

banner
წინა სტატიაში15 თებერვლიდან მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში ბრუნდებიან
შემდეგი სტატიანანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს