რომან გოცირიძე: „დაატერორეს ჟურნალისტები… ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება!“

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ეს იქნება შავი ლაქა. 52 მილიონი ლარი ხალხის ფული ასე იფლანგება. დაატერორეს ჟურნალისტები სამსახურიდან დათხოვნით და აიძულებენ, მოითმინონ ის უღირსობები, რაც მანდ ხდება,“ – აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, ყველაფერი ეს კარგად არ დამთავრდება.

„ახალი ევროპული შენობა მოინდომეს ორპროცენტიანი რეიტინგით. ამ შენობას გადაყვებიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. 22 ათასი კვადრატული მეტრიო. ორი ათეული მილიონი ლარი… ხაინდრავას დეტექტივი აკლდა,“ – აცხადებს  რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რო გოგა ხაინდრავას კომპანიამ დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე ტენდერი მოიგო. შპს “ლე ხაინდრაო პროდაქშენა” საზოგადოებრივი მაუწყებელი 484 000 ლარს გადაუხდის. მაუწყებელი ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-18 წლის სახსრებიდან გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ექსტრადირება შესაძლოა ნოემბერში განხორციელდეს
შემდეგი სტატიასკანდალი – ელისო კილაძე საპროკურორო საბჭოს წევრისა და „კანონიერი ქურდის“ ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს