რომან გოცირიძე – ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით , ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები

news
ავტ.: news ივლისი 20, 2020 13:41

რომან გოცირიძე – ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით , ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები

“მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის მიზეზი არა მათი კომპეტენცია, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებაა.

“თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?! ვინმეს სჯერა, რომ მათ აქვთ აზრები, იდეები, ხედვები?! ვინმეს სჯერა, რომ მათ შესწევთ პრობლემების გადაჭრის უნარი?! ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?! აი, ეს არის “ქართული ოცნების” დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება! თუ გინდა “ქართული ოცნების” “კარზე” რაიმეს მიაღწიო, უსტყვოდ მორჩილი უნდა იყო. მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ეს პირველივე პრეზენტაციისას გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში. ამით მან გააუმჯობესა ჩრდილოეთ კორეის მმართველის შედეგი. მას წუთში ერთხელ უკრავენ ტაშს,” – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2020 13:41

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics