რომან გოცირიძე: „ჩემი გამოსვლის სათაური იქნება „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“-ს წევრი, რომან გოცირიძე თავისი გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებები გააკრიტიკა.

„დღევანდელი ჩემი გამოსვლის სათაური იქნება „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“. ალბათ თქვენ იკითხავთ – კი მაგრამ რატომ დავიჯეროთ, რომ რასაც მე ვიტყვი ეს არის სიმართლე? იმიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩემს გამოსვლაში არ იქნება არც ერთი სიტყვა, რომელიც დადასტურებული არ იქნება სტატისტიკის სამსახურის მიერ, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ, რომელიც უკანა ციფრებით აყალბებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სასარგებლო ინფორმაციას და ბევრი რამის – ინვესტიციების, ინფლაციის, უმუშევრობის და ხელფასების ზრდის კორექტირება მოუხდენია. მაგრამ თქვენს მიერ დახმარების ხელ გამოწვდილი სტატისტიკის სამსახური პირდაპირ გამხელთ და ხმამაღლა ვიტყვი, რიცხვებით გასამარებთ. ჩემი გამოსვლის მეორე სათაური იქნება – „რიცხვები, მხოლოდ რიცხვები და არაფერი რიცხვების გარდა“. ოღონდ არც ერთ ციფრს არ მოვიტან, რასაც წინასაარჩევნოდ ამბობდით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ცხვარმა რა დაგიშავათ?… უყვართ არაბებს ჩვენი ცხვარი” -გოცირიძე ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი: ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს