რომან გოცირიძე: ბიტლომანი ვიყავი დიდი თმებით

დღეს ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის მოხსენება და დაგვრჩა შთაბეჭდილება რომ ჩვენ წინაშე გამოდიოდა არა ვიცე-პრემიერი, არამედ პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი როგორც ამბობენ აქციისა და კონტრაქციის დაშორიშორების სპეცოპერაციით. არავითარი კონტრაქცია იქ არ ყოფილა. ერთ მხარეს იყო ნათელი ახალგაზრდები და მეორე მხარეს ბნელი ნეოფაშისტები-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.მისივე თქმით, სპეცოპერაციაზე გამოვლინდა დღევანდელი ხელისუფლების ყველა სისუსტე და დანაშაული. ეს იყო ძალადობა. სად არის ძალადობის წყარო? – ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ პოლიტიკაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა და მათ შორის კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც ქორწინების საკითხი და კიდევ ბევრი რამ ჩაწერეთ, როდესაც ვენეციის კომისიამ გაიძულათ, რომ მეორე დღესვე შეგეცვალათ კონსტიტუცია, სადაც რელიგიური საკითხები გარკვეული დამახინჯებული ფორმით გქონდათ ჩაწერილი. ძალადობის წყარო ხართ თქვენ, რომლებიც იღებთ კვიციანის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” და განათლების თუ კულტურის კომიტეტი ერთსულოვნად უჭერს მას მხარს. ეს არის წყარო. აქედან ისმის სიტყვები, რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს და ეკლესიას. იყო ასეთი გამოთქმა – ვემსახურები საბჭოთა პარტიას. დეპუტატებს, რომელ კონსტიტუციაში გიწერიათ, რომ ემსახურებით ეკლესიას? თქვენ ემსახურებით ამომრჩეველს, ემსახურებით ქართველ ხალხს. დღეს თქვენ ხართ დეპუტატები და გუშინ იყავით მრევლი. ქუჩაში იდექით ტაბურეტკიანების გვერდით და ერთი თქვენი წარმომადგენელი არ მივიდა აქციაზე – იმიტომ არ მივიდა აქციაზე, რომ თქვენ გრცხვენიათ. თქვენ სტიგმატიზებას ახდენთ დაჩაგრული ჯგუფებისაც, (უმცირესობის, ქალების, ბავშვების)  თქვენ არასდროს არ დადგებით იქ, იმიტომ რომ თქვენთვის ეს არის ქულების დამკლები,”-აცხადებს გოცირიძე.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/1988331711208123/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიუბნის ოფიცერს უნდა ქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ გაუღოს და სახლში შეუშვას
შემდეგი სტატია„პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას“- გიორგი გახარია