20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რომან გოცირიძე: არავითარი რუსეთის აგენტები არ დაუჭერიათ

არავითარი რუსეთის აგენტები არ დაუჭერიათ-არც წინა თვეს და არც ახლა,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

,,ამ დღეებში რუსეთმა კანონი მიიღო მისი მოქალაქის სხვა ქვეყანაში დაპატიმრების შემთხვევაში სამხედრო წესით გათავისუბლების შესახებ. მადუროს გატაცება “მოეწონათ” ეტყობა. ის ცხინვალელი კაცი რუსეთის მოქალაქეც იყო( იქ ორმაგი მოქალაქეობაა, რუსულ-ოსური).
როგორც ჩანს, რაღაცით უკმაყოფულოები იყვნენ რუსები ამ პირების მოქმედებით და დასაჯეს, აქაური მეგობარ ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთეს. მცირეოდენ პიარის შანსიც მისცეს-ხმამაღლა რომ იყვირონ რუსეთის ჯაშუშები დავუჭირეთო ამის უფლებას არ მისცემენ, ამიტომ თავინთი ტელევიზიებით “გააჟონეს” ინფორმაცია, რუსეთის აგენტები დავიჭირეთო. ასე იყო წინა თვეს-სუს-ის ბრიფინგიდან ცოტა ხანში გავიგეთ რუსთავი 2-დან, რომ ის კაცი რუსეთის მოქალაქე ყოფილა. ასე, რომ გასაკვირი არაფერია”,-
წერს რომან გოცირიძე.

დღეს სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავშირებული იყო 2 ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ ინფორმაციას გადასცემდა.

მანამდე სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით თამაზ გოლოევი 22 აპრილს დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ტელეკომპანია ობიექტივიდან ირანში ჩასვლას და რეპორტაჟის მომზადებას აპირებდა
შემდეგი სტატიაადვოკატი: ჯაშუშობის ბრალებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს