რომან გოცირიძე: არანაკლებ სამარცხვინო იყო პრემიერის მხრიდან ასაკზე ხაზგასმა

სამარცხვინო ფაქტია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თავისი ბრიფინგის საკმაო ნაწილს უთმობს იმას, რომ ტექნიკურ პერსონალს შეეშალა ფონოგრამა და უკრაინელი მსმენელებისათვის განკუთვნილი ”თბილისო” ვახტანგ კიკაბიძემ იმღერა რუსულ ენაზე. ეს შეცდომა ქვეცნობიერის კარნახით მოხდაო. გადავარდა პრემიერი ქოცურ ფსიქოანალიზში.

არანაკლებ სამარცხვინო იყო ასაკზე ხაზგასმა-რატომ აჰყავთ ხანდაზმული კაცი ტრიბუნაზეო.

გახარიას ავიწყდება, რომ ოთხ დღეში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია და ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც გამოკითხვებით ლიდერობს, საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს ზუსტად იმდენი წლის იქნება, რამდენისაც ახლა არის ბატონი ვახტანგი, ხოლო მეორე კანდიდატი საკმაოდ მიუახლოვდება მის ასაკს.

ე. წ. ეიჯიზმი დისკრიმანიის ერთ-ერთი ფორმაა და ამდენი უნდა ესმოდეს ”ქვეყნის პრემიერ-მინისტრს”.-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: შეკრების, მანიფესტაციების, ან გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება
შემდეგი სტატიაწყალტუბოს ოლქებზე ცესკომ იმაზე მეტი ბიულეტენი გაგზავნა, ვიდრე ამომრჩეველია