რომან გოცირიძე: აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის რომან გოცირძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ბრძოლაში აუცილებად დამარცხდება, რადგან ამჯერად პროტესტის ირგვლივ გაერთიანებულია არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ყველა მნიშვნელოვანი რგოლი. მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნა.

“დღეიდან განახლდება აქციები და გაგრძელდება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. ესაა გაყალბებული და დემოკრატიული არჩევნები, სადაც პროპორციული სისტემით აირჩევს ხალხი პოლიტიკურ პარტიას. ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები და ამის შესახებ კონგრესშიც გაკეთდა ცოტა ხნის წინ განცხადება. ამერიკა მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ იყენებს სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და შეასრულოს თავისი დაპირება. ის ორპირობა რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, სერიოზული რეზონანსის მქონეა და ეს პროცესი მისი დამარცხებით დასრულდება. პროტესტი არ გაჩერდება, მათ შორის არც რეგიონებშიც და გამოვიყენებთ ყველა ფორმას”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიაუმრავლესობა დეპუტატებს გოდრებით დაატარებს, სირცხვილის კორიდორში რომ არ გაიარონ – უგულავა