14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

რომან გოცირიძე: აფხაზეთში საწვავის შეტანა რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას ნიშნავს — ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა სინამდვილეში რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებას ემსახურება. ამის შესახებ ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.

დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზეც ყოფილიყო გადატანილი. ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება”,_ წერს გოცირიძე.

ინფორმაციისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

banner
წინა სტატიაში“გლოვოს” კურიერზე თავდასხმის საქმეზე კვალიფიკაცია დამძიმდა — 3 პირი პატიმრობაშია, 2 კი ჯერ არ დაკავებულა
შემდეგი სტატია2025 წელს მართვის მოწმობაზე ქულები 560 მძღოლს ამოეწურა