რომან გოცირიძე – ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია

Toggle navigation

LIVE

FB LIVE

რომან გოცირიძე – ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია
რომან გოცირიძე – ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია
17:33, 15.10.2019

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, პროექტი არ განხორციელდება.

„ამის შესახებ თითქმის ერთი წლის წინ ვამბობდით. ვიღაცებს ეჭვი ეპარებოდათ. რომელი კომპანიაც არ უნდა შემოვიდეს, მაინც უარს ეტყვის მთავრობა იმ მიზეზით, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა, ეს იყო რუსეთის სურვილი. საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე და პირდაპირ უთხრა ეს ლავროვმა „ქართულ ოცნებას“, მთელ საქართველოს. თუ გინდათ, რომ ოპოზიციამ არ მოგიგოთ, მაშინ მოიქეცით ჭკუით. განწირული საქართველოს ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დაკვეთას და ფაქტობრივად, რუსეთის ინტერესებს შეეწირა ეს პროექტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ ისინი მთავრობისთვის დღეს არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებენ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: მეც არჩევნებამდე დიდხნით ადრე ვეუბნები კობახიძესაც და “ქართულ ოცნებასაც”…