რომან გოცირიძე : ამაზე მეტი სასაცილო და სატირალი რა უნდა იყოს, როდესაც ვიღაცის მიერ პირადად დაქირავებული ადამიანები განაგებენ საქართველოს ბედს

სამარცხვინოც არის, სასაცილოც და სატირალიც, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის ინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იყო ასეთი ძალიან დიადი დრო საქართველოს ისტორიაში, როდესაც იყო ქართული ჰეგემონია ჭადრაკში და მაშინ ასეთი მეგობრული შარჟი იყო დახატული ერთერთ ჟურნალში და ეწერა შემდეგი ლექსი: „აი ჩვენი სამაია: ნანა, ნონა და მაია”.

აი ჩვენი სამაია: შინაგან საქმეთა მინისტრი „ქართუს“ კლერკი, თავდაცვის მინისტრი „ქართუს“ კლერკი, სუს-ის ხელმძღვანელი „ქართუს“ კლერკი – აი სამაია, რომელიც მართავს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს. ამაზე მეტი სასაცილო და სატირალი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში, როდესაც ვიღაცის მიერ პირადად დაქირავებული ადამიანები განაგებენ საქართველოს ბედსა და მის მომავალს. სამარცხვინოც არის სასაცილოც და სატირალიც”, -განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ცნობით, თბილისში 50-დე “შმAXI” მოძრაობს
შემდეგი სტატია„ვაშინგტონ თაიმსი“- „გახარიას საკმარისი გამოცდილება და უნარი აქვს, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ, მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე“